ეს მოდული დამეხმარება მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში.ასევე მოსწავლის პრეზენტაციის მომზადებაში მნიშვნელოვანი იყო სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნა.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. აუცილებელია მოსწავლეებს დავეხმაროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. რასაც ხელს შეუწყობს უფრო აქქტიურად სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლების დანერგვა .
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერ და ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ მოდულში მნიშვნელოვანი იყო ასევე საავტორო უფლებების გაცნობა, რომლის გათვალისწინება აუცილებელია ინტერნეტრესურსების შექმნისას.
Comments
Post a Comment